Loading data...
აშშ-ის კონგრესმა რუსეთიდან გამდიდრებული ურანის იმპორტის აკრძალვას მხარი დაუჭირა

ამერიკის შეერთებული შტატების სენატმა ერთხმად დაამტკიცა კანონპროექტი, რომელიც რუსეთიდან გამდიდრებული ურანის იმპორტს კრძალავს. 

მანამდე ინიციატივა კონგრესის წარმომადგენელთა პალატამ მოიწონა.

ახლა, დოკუმენტს აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა უნდა მოაწეროს ხელი. როგორც თეთრ სახლში აცხადებენ, ბაიდენი მხარს დაუჭერს ამ კანონპროექტს. 

შედეგად, რუსეთს კანონის ძალაში შესვლიდან 90 დღეში აეკრძალება შტატებში ურანის იმპორტი. ხოლო დროებითი გამონაკლისები 2028 წლამდე იმოქმედებს.

დოკუმენტი აგრეთვე, ქვეყნის ენერგეტიკის სამინისტროს ვალდებულებას აკისრებს, მოძებნონ და კონგრესს მიაწოდონ ურანის მიღების ალტერნატიული ვარიანტები.