აშშ-ის ხელისუფლება 90 დღით დიზელის საწვავის ექსპორტის აკრძალვას გეგმავს
აშშ-ში საწვავზე ფასების ზრდის ფონზე დონალდ ტრამპის ადმინისტრაცია 90 დღით დიზელის საწვავის ექსპორტის აკრძალვას გეგმავს. ამის შესახებ Politico იუწყება.
ამასთანავე, ტრამპის ადმინისტრაციასა და კონგრესის წევრებს შორის ამ საკითხზე განსხვავებული აზრი არსებობს.
ნავთობის დარგის წარმომადგენლები, კონგრესმენები და სხვადასხვა ჩინოვნიკები ამბობენ, რომ ეს ინიციატივა მოკლევადიან პერსპექტივაში ფასის დაწევას გამოიწვევს, მაგრამ შემდეგ ფასების კიდევ უფრო სწრაფ ზრდას გამოიწვევს.
ამასთანავე, საწვავზე მაღალი ფასი „რესპუბლიკური პარტიის“ კანდიდატებისთვის პრობლემას წარმოადგენს, რადგანაც აშშ-ში 3 ნოემბერს კონგრესში შუალედური არჩევნები ტარდება.
თუ დიზელის ექსპორტი მართლაც შეჩერდა, ეს ენერგომატარებლების ექსპორტის პირველი შეზღუდვა იქნება 2015 წლის შემდეგ. მაშინ ბარაკ ობამამ აშშ-დან ნავთობის ექსპორტის აკრძალვა გააუქმა, რაც მანამდე რამდენიმე ათწლეულის განმავლობაში არსებობდა.
აშშ-ში ერთი გალონი დიზელის საწვავის ფასი ერთ წელიწადში 2,83 დოლარით გაიზარდა და ამჟამად 6,50 აშშ დოლარს შეადგენს. ერთი გალონი 3,785 ლიტრს უდრის.