Loading data...
აშშ-ის ჯარისკაცებს უთხრეს, რომ ირანთან ომი „ღვთაებრივი გეგმის ნაწილია“ და ტრამპმა არმაგედონი უნდა გამოიწვიოს ქრისტეს მეორედ მოსვლისთვის - The Guardian

აშშ-ის ჯარისკაცებს უთხრეს, რომ ირანთან ომი „ღვთაებრივი გეგმის ნაწილია“ და ტრამპმა არმაგედონი უნდა გამოიწვიოს ქრისტეს მეორედ მოსვლისთვის. ამის შესახებ ინფორმაციას The Guardian ავრცელებს.

გამოცემის თანახმად, სამხედრო რელიგიური თავისუფლების ფონდი (MRFF) აცხადებს, რომ მან შეიარაღებული ძალების ყველა შტოს სამხედრო მოსამსახურეებისგან, მათ შორის საზღვაო ქვეითებისგან, საჰაერო ძალებისა და კოსმოსური ძალებისგან 200-ზე მეტი საჩივარი მიიღო. საჩივრის მიხედვით, მეთაურები ომის გასამართლებლად ექსტრემისტულ ქრისტიანულ რიტორიკას იყენებენ.

ერთ-ერთი მომჩივანი იდენტიფიცირებულია, როგორც უმცროსი ოფიცერი იმ ქვედანაყოფში, რომლის განლაგებაც „ნებისმიერ მომენტში“ შეიძლება ირანის წინააღმდეგ ოპერაციებში მონაწილეობის მისაღებად. უმცროსმა ოფიცერმა ფონდს განუცხადა: „მეთაურმა მოგვთხოვა, გვეთქვა ჩვენი ჯარებისთვის, რომ ეს „უფლის ღვთაებრივი გეგმის ნაწილი“ იყო და მოიხსენია „გამოცხადების“ წიგნიდან მრავალი ციტატა, რომლებიც არმაგედონსა და იესო ქრისტეს გარდაუვალ დაბრუნებას ეხებოდა“.

„მან თქვა, რომ პრეზიდენტი ტრამპი იესოსგან მირონცხებულია, რათა ირანში არმაგედონის გამოწვევისა და დედამიწაზე მისი დაბრუნების აღსანიშნავად სიგნალის ცეცხლი აანთოს“, – დასძინა ოფიცერმა.

საჩივარი 15 ჯარისკაცის სახელით შეიტანეს, მათ შორის 11 ქრისტიანი, ერთი მუსლიმი და ერთი ებრაელია.

„როდესაც ისრაელი ან აშშ ახლო აღმოსავლეთში ერევა, ჩვენ ამბებს ვისმენთ ქრისტიან ნაციონალისტებზე, რომლებმაც ხელში ჩაიგდეს ჩვენი მთავრობა და, რა თქმა უნდა, აშშ-ის სამხედრო ძალებიც“, – განუცხადა მედიას ფონდის პრეზიდენტმა მაიკი ვაინშტაინმა, რომელიც საჰაერო ძალების ვეტერანია