Loading data...
აშშ-ის ფინანსთა სამინისტრომ გლობალურ ბაზარზე რუსული დიზელის მიწოდებაზე დროებითი ლიცენზია გასცა

„პრეზიდენტ ტრამპის მითითებით, უცხოური აქტივების კონტროლის ოფისი დაუყოვნებლივ გასცემს დროებით ზოგად ლიცენზიას, რომელიც გლობალურ ბაზარზე რუსული დიზელის მიწოდების საშუალებას იძლევა“, - ამის შესახებ აშშ-ის ფინანსთა სამინისტრო სოციალურ ქსელში წერს. 

უწყების ცნობით, აღნიშნული გადაწყვეტილება მიზნად ისახავს მსოფლიო ბაზარზე საწვავის მიწოდების სტაბილიზაციასა და ფასების შემცირებას.

შეგახსენებთ, 9 ოქტომბერს დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ვლადიმერ პუტინთან შეთანხმების თანახმად, რუსეთი ამერიკულ და გლობალურ ბაზარს მილიონობით ტონა დიზელის საწვავს მიაწვდის.