Loading data...
აშშ-ის ელჩი ნატოში: უკრაინა მზადაა, ფრონტი გაყინოს, თუ უსაფრთხოების საიმედო გარანტიები ექნება

უკრაინა, სავარაუდოდ, მზადაა, რუსეთთან ომი ამჟამინდელ ფრონტის ხაზზე გაყინოს, თუ მას უსაფრთხოების საიმედო გარანტიები ექნება, - ამის შესახებ Fox Business-თან ინტერვიუში ნატოში აშშ-ის ელჩმა მეთიუ უიტაკერმა განაცხადა.

უკრაინამ დაამტკიცა და აჩვენა, რომ მზადაა გარიგებისთვის. ისინი მზად არიან გაყინონ ფრონტის ხაზი, თუ უსაფრთხოების გარანტიებს მიიღებენ. ვფიქრობ, შეთანხმების საფუძველი არსებობს. ახლა ჩვენ უბრალოდ უნდა დავრწმუნდეთ, რომ ეს მოხდება“, - აცხადებს უიტეკერი.

ელჩმა დასძინა, რომ ახლა ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხი უკრაინისთვის უსაფრთხოების გარანტიების და თავდაცვის უნარის უზრუნველყოფაა.

მისი თქმით, ევროპელი ჯარისკაცების უკრაინაში ყოფნა მნიშვნელოვანია უსაფრთხოების გარანტიების უზრუნველსაყოფად.

უიტეკერმა აღნიშნა, რომ სწორედ ასეთი გარანტიები მისცემს უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის შეთანხმების დადების შესაძლებლობას. და თუ ის დარწმუნებული იქნება, რომ ომი არ განახლდება, „უფრო სავარაუდოა, რომ ის დადებს შეთანხმებას, რომელიც აუცილებელია კონფლიქტის დასასრულებლად“.

„მე არასდროს მიმიქცევია ყურადღება იმ მიზეზებზე, რომლებსაც ვლადიმერ პუტინი ასახელებს. ვფიქრობ, მათი უმეტესობა ისტორიის ძალიან დამაბნეველ ვერსიას ეფუძნება. თუმცა, ორივე მხარეს მოუწევს პირობებზე დათანხმება“, - აღნიშნა ელჩმა.