Loading data...
აშშ-ის ელჩი ნატოში: ტრამპი პუტინსა და ზელენსკიზე ზეწოლის გზებს ეძებს

უკრაინაში მიმდინარე ომი სანგრების ომია, რომელშიც არავინ იმარჯვებს. აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი აგრძელებს უკრაინის მხარდაჭერას და ამავდროულად ზეწოლას ახდენს კიევსა და მოსკოვზე, რათა ორივე ქვეყნის ლიდერები აიძულონ მოლაპარაკებები დაიწყონ, - ამის შესახებ ნატოში აშშ-ის ელჩმა მეთიუ უიტაკერმა Newsmax-თან ინტერვიუში განაცხადა.

„პრეზიდენტი ტრამპი ცდილობს იპოვოს გზები, რათა გააგრძელოს ზეწოლა ვლადიმერ პუტინზე, გააგრძელოს ზეწოლა, გულწრფელად რომ ვთქვათ, ვოლოდიმირ ზელენსკიზე და იპოვოს ახალი გზები, რათა გააგრძელოს ზეწოლა ორივე მხარეზე, რათა ისინი მოლაპარაკებების მაგიდასთან დასხდნენ და შეთანხმდნენ ცეცხლის შეწყვეტაზე, დაასრულონ ომი და უბრალოდ შეაჩერონ მკვლელობები“, - აღნიშნა უიტეკერმა.

მისი თქმით, ტრამპი სულ უფრო მოუთმენელი ხდება პუტინის დეესკალაციის სურვილის მიმართ.

მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ აშშ-ის პრეზიდენტს „ხელში ყველა კარტი აქვს, რომელსაც გამოიყენებს“.

ელჩის თქმით, ტრამპის განცხადება რუსეთის წინააღმდეგ სანქციების შესახებ იყო „ყველაზე არსებითი შედეგი“, რომელიც ნატოს გენერალურ მდივანთან შეხვედრამ დადო.