Loading data...
აშშ-ის ელჩი ნატოში აცხადებს, რომ აშშ-მა შესაძლოა, უკრაინას გადასცეს იარაღი, რათა რუსეთს „სერიოზული ზიანი“ მიაყენოს

შეერთებულ შტატებს აქვს „შესანიშნავი და ძლიერი“ იარაღი, რომელიც უკრაინაში არ გამოიყენება. თუმცა კიევმა შესაძლოა, ის მომავალში შეიძინოს. ამის შესახებ ნატოში აშშ-ის ელჩმა მეთიუ უიტეკერმა რიგის კონფერენციაზე განაცხადა.

მისი თქმით, შეერთებულ შტატებს აქვს იარაღი, რომელსაც შეუძლია „სერიოზული ზიანი მიაყენოს ნებისმიერ ადგილას და ნებისმიერ დროს, რომელსაც ჩვენ ავირჩევთ“.

„მისი ნაწილი შეიძლება პოტენციურად გადაიტანონ უკრაინაში გამოსაყენებლად და ამან შეიძლება შეცვალოს გათვლები. თუმცა, ცხადია, ჩვენ ჯერ არ მივსულვართ იმ მომენტამდე, როდესაც ვლადიმერ პუტინი გადაწყვეტს, რომ მოლაპარაკებების დროა“, - აღნიშნა უიტეკერმა.

მან დასძინა, რომ კრემლის ლიდერი ვლადიმერ პუტინი „სისუსტის გამოხატვას ვერ ახერხებს, თუმცა სინამდვილეში ის ძალიან სუსტია“.