აშშ-ის ელჩი ნატოში: ახლა დროა გადაწყვიტოთ, ვის მხარეს გსურთ ყოფნა
აშშ-ის ნატოს მოკავშირეებმა უნდა გადაწყვიტონ, უჭერენ თუ არა მხარს შეერთებულ შტატებს და თავიანთი პოზიცია ქმედებებით და არა სიტყვებით უნდა დაასაბუთონ, - ამის შესახებ ნატოში აშშ-ის ელჩმა მეთიუ უიტაკერმა განაცხადა.
მეთიუ უიტაკერის განცხადება პრეზიდენტ დონალდ ტრამპის მიერ ნატოდან შეერთებული შტატების გასვლის მუქარის ფონზე გაკეთდა, რადგან ალიანსის ქვეყნები ირანის წინააღმდეგ ამერიკის სამხედრო ქმედებას არ უჭერდნენ მხარს.
„ახლა არ არის მორიგი მკაცრი განცხადების დრო. რეალური მოქმედების დროა. ჰორმუზის სრუტეში ფრეგატების დროა. და ბოლოს, როგორც იცით, ევროპელებმა ბოლო ერთი თვის განმავლობაში მრავალი განცხადება გააკეთეს. ზოგიერთი მათგანი ეწინააღმდეგება ამერიკის ინტერესებს, ზოგი კი ნაწილობრივ უჭერს მხარს მათ“, - აღნიშნა უიტეკერმა.
მან დასძინა, რომ მოკავშირეებმა უნდა გადაწყვიტონ, უჭერენ თუ არა მხარს შეერთებულ შტატებს და ეს ქმედებებით უნდა აჩვენონ.
„ახლა დროა გადაწყვიტოთ, ვის მხარეს გსურთ ყოფნა. ხართ თუ არა ამერიკის შეერთებული შტატების მხარეს? ხართ თუ არა ამერიკის შეერთებული შტატების მთავარი მოკავშირე? თუ სხვა მიმართულებით მოძრაობთ? შეერთებულ შტატებს სჭირდება მკაფიო ნიშნები, არა მხოლოდ სიტყვები, არამედ შესაძლებლობები და ქმედებები, რადგან ეს არის მთავარი“, - დასძინა ამერიკის ელჩმა ნატოში.