Loading data...
აშშ-ის ძალებმა კარიბის ზღვაში ნარკოტიკებით ვაჭრობაში ჩართული გემები დაბომბეს

აშშ-ის სამხედრო ძალებმა კარიბის ზღვაში ნარკოტიკებით ვაჭრობაში ჩართული გემები დაბომბეს. ინფორმაციას CNN ავრცელებს.

მედიის ცნობით, დაბომბვის შედეგადაც 3 ადამიანი დაიღუპა.

აშშ-ის სამხედრო ძალების განცხადებით, გემი „ტერორისტულ ორგანიზაციებს“ ეკუთვნოდა და ნარკოტიკების კონტრაბანდისთვის ცნობილ მარშრუტებზე მოძრაობდა.

მიმდინარე წელს ეს უკვე მეშვიდე დარტყმაა „ოპერაცია სამხრეთის შუბის“ ფარგლებში, რომლის განმავლობაშიც, სულ მცირე, 151 ადამიანი დაიღუპა.