1795374831
უცხოეთი
აშშ-ის დაზვერვის ხელმძღვანელი განმარტავს, რატომ უწოდა ტრამპმა პუტინს „მეგობარი“
აშშ-ის ეროვნული დაზვერვის დირექტორის ჯეი კლეიტონის განცხადებით, გასულ კვირას ჩინეთის პრეზიდენტ სი ძინპინთან გამართული სამიტის კონტექსტში აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის მიერ ვლადიმერ პუტინის „მეგობრად“ მოხსენიება „სრულიად მართებული“ იყო.
მისი თქმით, პუტინი „უკრაინის საკითხში ამერიკის მეგობარი არ არის“.
„ეს საუბარი, ეს სურათი - ისტორიული, ნამდვილად ისტორიული ფოტო - სამი ბირთვული სახელმწიფოს, სამი მთავარი ბირთვული ძალის შეხვედრის კონტექსტში შედგა. ისინი შეიკრიბნენ და თქვეს: „არ შეიძლება, ბირთვული ინციდენტი დავუშვათ“, - განაცხადა ჯეი კლეიტონმა.
კითხვაზე, არის თუ არა ვლადიმერ პუტინი აშშ-ის მეგობარი, კლეიტონმა უპასუხა: „უკრაინის საკითხში ის აშშ-ის მეგობარი არ არის. საერთოდ არა“.