Loading data...
აშშ-ის არმიის სარდლობა ადასტურებს, რომ ევროპული ქვეყნებიდან ამერიკული სამხედრო კონტინგენტის დისლოცირების შეცვლის გეგმა არსებობს

ევროპასა და აფრიკაში აშშ-ის არმიის სარდლობა ადასტურებს, რომ არსებობს ევროპული ქვეყნებიდან ამერიკული სამხედრო კონტინგენტის დისლოცირების შეცვლის გეგმები.

როგორც სარდლობის განცხადებაშია ნათქვამი, 101-ე საჰაერო-სადესანტო დივიზიის მეორე საბრძოლო ბრიგადის გადაყვანა მოხდება კენტუკის შტატში არსებულ ბაზაზე თავდაცვის მდივნის მიერ ინიციირებული მიზანმიმართული პროცესის ფარგლებში, რომლის მიზანია, აშშ-ის შეიარაღებული ძალების დაბალანსებული განლაგება.

„ეს არ ნიშნავს ევროპიდან ამერიკის ძალების გაყვანას ან ნატოსადმი და მეხუთე მუხლისადმი ვალდებულების შესუსტებას. ეს არის ევროპის გაზრდილი შესაძლებლობისა და პასუხისმგებლობის პოზიტიური ნიშანი. ჩვენი ნატოელი მოკავშირეები პასუხობენ პრეზიდენტ ტრამპის მოწოდებას, აიღონ ძირითადი პასუხისმგებლობა ევროპის კონვენციურ თავდაცვაზე. ძალების განლაგების ეს ცვლილება არ შეცვლის ევროპაში უსაფრთხოების გარემოს“, - ნათქვამია ევროპასა და აფრიკაში აშშ-ის არმიის სარდლობის განცხადებაში.

მათ დასძინეს, რომ აშშ-ის სამხედრო ძალების განლაგების ცვლილება „ევროპაში უსაფრთხოების სიტუაციას არ შეცვლის“.