Loading data...
აშშ-ის არჩეული ვიცე-პრეზიდენტი: გრენლანდია ამერიკისთვის სტრატეგიულად მართლაც მნიშვნელოვანია

აშშ-ის არჩეული ვიცე-პრეზიდენტის, ჯეი დი ვენსის განცხადებით, გრენლანდიასთან დაკავშირებით გარიგება უნდა შედგეს.

„არ გვჭირდება სამხედრო ძალის გამოყენება. და ის, რასაც ხალხი ყოველთვის უგულებელყოფს, არის ის, რომ ჩვენ უკვე გვყავს ჯარები გრენლანდიაში. გრენლანდია მართლაც მნიშვნელოვანია ამერიკისთვის სტრატეგიულად. მას აქვს ბევრი ბუნებრივი რესურსი“, - განაცხადა ჯეი დი ვენსმა.

დონალდ ტრამპის განცხადებით, მას გრენლანდიასა და პანამის არხზე კონტროლის მოპოვება სურს. ტრამპმა არ გამორიცხა სამხედრო ძალის გამოყენებაც.

დანიამ განაცხადა, რომ ღიაა მოლაპარაკებებისთვის შეერთებულ შტატებთან მისი ინტერესების შესახებ არქტიკაში, მაგრამ ხაზს უსვამს, რომ „გრენლანდია ეკუთვნის გრენლანდიელებს“.

ამასთან, ლიეტუვის პრეზიდენტმა, გიტანას ნაუსედამ აშშ-ის არჩეული პრეზიდენტის დონალდ ტრამპის განცხადებებს გრენლანდიაზე კონტროლის აღების შესახებ მიუღებელი უწოდა.