Loading data...
აშშ-ის ახალი სავაჭრო ტარიფები 7 აგვისტოს ამოქმედდება

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა გამოსცა აღმასრულებელი ბრძანება, რომლითაც რიგი ქვეყნების წინააღმდეგ ახალი საბაჟო გადასახადები დაწესდა. დოკუმენტი თეთრი სახლის ვებსაიტზე 31 ივლისს გამოქვეყნდა.

იმ ქვეყნებს შორის, რომლებსაც ყველაზე მაღალი ტარიფები დაუწესდათ, არიან შვეიცარია (39%), სირია (41%), ლაოსი და მიანმარი (40%), ასევე, ერაყი (35%) და ინდოეთი (25%).

ევროკავშირისთვის, იაპონიისა და სამხრეთ კორეისთვის 15%-იანი დამატებითი გადასახადია გათვალისწინებული.

იმ ქვეყნებზე, რომლებიც ჩამონათვალში არ არიან, 10%-იანი ერთიანი ტარიფი გავრცელდება.

გადასახადები ძალაში 7 აგვისტოს შევა. 

თეთრი სახლის დოკუმენტის თანახმად, ეს ღონისძიება მიზნად ისახავს „გლობალური ვაჭრობის რესტრუქტურიზაციას ამერიკელი მუშაკების სასარგებლოდ“.