1773573553
უცხოეთი
აშშ ირანს ავიამზიდთან დაკავშირებით ცრუ განცხადებების გაკეთებაში ადანაშაულებს
აშშ-ის ცენტრალურმა სარდლობამ „ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსი“ (IRGC) ავიამზიდ USS Abraham Lincoln-ის დაზიანების შესახებ ცრუ ინფორმაციის გავრცელებაში დაადანაშაულა.
„მოდით, ნათლად ვთქვათ: ავიამზიდ „აბრაამ ლინკოლნის“ დამრტყმელი ჯგუფი ზღვის სივრციდან ირანის საჰაერო სივრცეზე სრული დომინირების შენარჩუნებას განაგრძობს“, - ნათქვამია აშშ-ის ცენტრალური სარდლობის განცხადებაში.
ცნობისთვის, აშშ-მა კონფლიქტამდე ახლო აღმოსავლეთში სამხედრო ყოფნის გაძლიერება დაიწყო. „ლინკოლნის“ გარდა, რეგიონში ასევე მოქმედებს აშშ-ის საზღვაო ძალების უდიდესი ავიამზიდი, „ჯერალდ ფორდი“.