Loading data...
აშშ-ირანის ომის დასრულების შესახებ წინასწარი შეთანხმების მიღწევის შემდეგ ნავთობის ფასი დაეცა

ნავთობის ფასი დაეცა, მას შემდეგ, რაც აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა და ირანის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ქაზემ ღარიბაბადიმ ომის დასრულებსია და ჰორმუზის სრუტის გავლით მოძრაობის განახლების შესახებ წინასწარი შეთანხმების შესახებ განაცხადეს. ამის თაობაზე Reuters იუწყება.

Brent-ის ტიპის ნავთობი 4,08 აშშ დოლარით გაიაფდა და ერთ ბარელში 83,25 დოლარი შეადგინა. ხოლო ამერიკული ნავთობი, West Texas Intermediate 4,36 აშშ დოლარით გაიაფდა და მისი ერთი ბარელის ფასი 80,53 დოლარი გახდა.

ეს ნავთობის ყველაზე დაბალი ფასია 10 მარტის შემდეგ. ნავთობი 12 ივნისის შემდეგ ეტაპობრივად იაფდება.

დონალდ ტრამპმა 14 ივნისს განაცხადა, რომ ირანი ჰორმუზის სრუტეს გახსნის, ხოლო ამერიკელი სამხედროები ირანის პორტების ბლოკირებას შეწყვეტენ. როგორც მოლაპარაკებაზე შუამავალი ქვეყნის, პაკისტანის პრემიერ-მინისტრმა შეხბეზა შარიფმა განაცხადა, აშშ და ირანი სამშვიდობო მემორანდუმს 19 ივნისს მოაწერენ ხელს.

„გეოპოლიტიკური რისკების ფასი, რაც ნავთობის ღირებულებაში აისახებოდა, ახლა იკლებს, რადგანაც ტრეიდერები ნავთობის მიწოდების აღდგენის პერსპექტივას ითვალისწინებენ“, - განაცხადა KCM Trade-ის მთავარმა საბაზრო ანალიტიკოსმა, ტიმ ვოტერერმა.

ასევე გავრცელდა ინფორმაცია, რომ დიდი ბრიტანეთი, საფრანგეთი, გერმანია და იტალია ირანის წინააღმდეგ დაწესებული სანქციების გაუქმებისთვის მზად არიან, რაც თეირანის მიერ ბირთვულ პროგრამაზე უარის სანაცვლოდ მოხდება.