აშშ-ირანის კონფლიქტთან დაკავშირებით გაურკვეველი სიტუაციის გამო ნავთობი გაძვირდა
ნავთობის ფასმა 7 თვის განმავლობაში მაქსიმუმს მიაღწია, რადგანაც აშშ-ს და ირანს შორის შეიარაღებული კონფლიქტის საფრთხე ინვესტორთა განწყობაზე კვლავ მოქმედებს. ამის შესახებ Reuters იუწყება.
Brent-ის ტიპის ერთი ბარელი ნავთობის ფიუჩერსის ფასმა 71,22 აშშ დოლარს მიაღწია, რაც წინა ვაჭრობაზე 45 ცენტით მეტია. WTI-ის ერთი ბარელის ფასი 42 ცენტით გაიზარდა და 66,05 დოლარი გახდა.
Brent-ის ფასი ამჟამად ყველაზე მაღალ ნიშნულზეა გასული წლის 31 ივლისის შემდეგ.
აშშ-ირანის კონფლიქტის საფრთხის გარდა ნავთობის გაძვირებას ინდოეთის მიერ ნავთობის შეძენის გაზრდაც იწვევს. ინდოეთსა და აშშ-ს შორის სავაჭრო ხელშეკრულების ამოქმედების შემდეგ ინდოეთში რუსული ნავთობის იმპორტი დაახლოებით ორჯერ შემცირდება.
ასევე ვრცელდება ინფორმაცია, რომ აშშ-ირანს შორის დაძაბულობის ზრდასთან ერთად ირანმა და ჩინეთმა ხომალდების საწინააღმდეგო ჩინური რაკეტების შეძენის შესახებ მოლაპარაკება გაააქტიურეს. ირანმა ეს შეიარაღება, შესაძლოა, ამერიკული ფლოტის წინააღმდეგ გამოიყენოს.