Loading data...
აშშ ინდოეთს 25%-იან ტარიფს უწესებს

ამერიკის შეერთებული შტატების ინდოეთს 25%-იან ტარიფს უწესებს. 

როგორც თეთრი სახლის ლიდერმა დონალდ ტრამპმა აღნიშნა, გადაწყვეტილება ძალაში 1-ელი აგვისტოს შევა. 

„მიუხედავად იმისა, რომ ინდოეთი ჩვენი მეგობარია, ჩვენ წლების განმავლობაში ძალიან მცირე რაოდენობით ვაწარმოებდით ბიზნესს მათთგან, მათი ტარიფების გამო, რადგან ისინი ძალიან მაღალია, მსოფლიოში ყველაზე მაღალი. მათ აქვთ ყველაზე ხისტი და ამაზრზენი არაფულადი სავაჭრო ბარიერები ყველა ქვეყანასთან შედარებით“, – წერს ტრამპი სოციალურ ქსელ  Truth Social-ზე.