Loading data...
აშშ ესპანეთის ნატოში წევრობის შეჩერებას განიხილავს - მედია

„ამერიკის შეერთებული შტატები განიხილავს ესპანეთის ნატოში წევრობის შეჩერებას, ასევე, აშშ-ის პოზიციის გადახედვას ფოლკლენდის კუნძულებთან დაკავშირებით“, - ამის შესახებ Reuters-ი ინფორმირებულ წყაროზე დაყრდნობით იტყობინება. 

როგორც წყარო ამბობს, პენტაგონის შიდა წერილი გავრცელდა, რომელშიც აღწერილია „შურისძიების“ ვარიანტები იმ მოკავშირეების მიმართ, რომლებსაც ტრამპის ადმინისტრაცია ირანის წინააღმდეგ ომთან დაკავშირებული  პოზიციის გამო გაუნაწყენდა.

კერძოდ, საუბარი, სავარაუდოდ, „ესპანეთის ნატოდან გარიცხვას“ ეხება.

წერილში ნათქვამია, რომ ესპანეთის წევრობის „შეჩერება“ მნიშვნელოვნად არ დააზარალებს აშშ-ის სამხედრო შესაძლებლობებს ევროპაში, მაგრამ „მნიშვნელოვან სიმბოლურ გავლენას“ მოახდენს. 

ინფორმაციისთვის, თეთრი სახლის ლიდერმა დონალდ ტრამპმა ესპანეთი არაერთხელ გააკრიტიკა. 

ტრამპმა 19 აპრილს განაცხადა, რომ ესპანეთის ეკონომიკური მდგომარეობა უარესდება, თანაც იმ ფონზე, როცა ქვეყანას მინიმალური დანახარჯები აქვს სამხედრო და თავდაცვის სფეროებში.

„ვინმე უყურებს, რამდენად ცუდად არის ესპანეთის საქმეები? მათი ფინანსური მაჩვენებლები, მიუხედავად იმისა, რომ ნატოსა და სამხედრო თავდაცვაში თითქმის არ შეაქვთ წვლილი, აბსოლუტურად საშინელია. სამწუხაროა ამის ყურება!“, - დაწერა ტრამპმა სოციალურ ქსელში. 

ირანის წინააღმდეგ შეერთებულ შტატებსა და ისრაელის კონფლიქტის ფონზე აშშ-სა და ესპანეთს შორის ურთიერთობები დაიძაბა.

ესპანეთის პრემიერ-მინისტრმა პედრო სანჩესმა ახლო აღმოსავლეთში ტრამპის ქმედებები გააკრიტიკა.