1780171469
უცხოეთი
აშშ, დიდი ბრიტანეთი და ავსტრალია წყალქვეშა დრონების ახალ ტექნოლოგიას შეიმუშავებენ
აშშ, დიდი ბრიტანეთი და ავსტრალია აცხადებენ, რომ თავიანთი სამხედრო ალიანსის, AUKUS-ის ფარგლებში წყალქვეშა დრონების (UUV) ახალ ტექნოლოგიას შეიმუშავებენ, რომლის მიზანი წყალქვეშა კაბელების დაცვა და თავდაცვითი შესაძლებლობების გაძლიერებაა. წერს BBC.
როგორც მედია წერს, ტექნოლოგია, სავარაუდოდ, მომავალი წლისთვის იქნება მზად.
მიუხედავად იმისა, რომ პროექტის საერთო ღირებულება არ დასახელებულა, დიდი ბრიტანეთის თავდაცვის მინისტრმა ჯონ ჰილიმ განაცხადა, რომ ბრიტანეთი 150 მილიონ ფუნტს გამოყოფს.
„ძალიან დიდი ხნის განმავლობაში AUKUS-ის ფარგლებში მეტს ვსაუბრობდით და ნაკლებს ვაკეთებდით, მაგრამ ახლა ეს შეიცვალა“, - განაცხადა ჯონ ჰილიმ.