1732428574
უცხოეთი
აშშ, ბრიტანეთი, საფრანგეთი და გერმანია ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ და სერიოზულ შეშფოთებას გამოთქვამენ ირანის განცხადებასთან დაკავშირებით, რომ გეგმავს ბირთვული პროგრამის გაფართოებას
აშშ, ბრიტანეთი, საფრანგეთი და გერმანია სერიოზულ შეშფოთებას გამოთქვამენ ირანის გეგმების გამო, რომელიც ბირთვული პროგრამისთვის ახალი ცენტრიფუგების გაშვებას ითვალისწინებს.
ისინი თეირანს გაეროს ბირთვული ენერგიის საერთაშორისო სააგენტოსთან თანამშრომლობის განახლებისკენ მოუწოდებენ.
„სერიოზულ შეშფოთებას გამოვთქვამთ ირანის განცხადებასთან დაკავშირებით, რომ რეზოლუციაზე თანამშრომლობით პასუხის ნაცვლად, გეგმავენ პასუხის გაცემას თავისი ბირთვული პროგრამის შემდგომი გაფართოებით ისეთი გზებით, რომლებსაც არანაირი სარწმუნო მშვიდობიანი დასაბუთება არ გააჩნია“, - ნათქვამია ოთხი ქვეყნის ერთობლივ განცხადებაში.