აშშ აცხადებს, რომ კარიბის ზღვაში გემზე განხორციელებული იერიშის შედეგად ოთხი ნარკოტერორისტია ლიკვიდირებული
აშშ-ის სამხრეთის სარდლობა აცხადებს, რომ 19 სექტემბერს კარიბის ზღვაში გემზე განხორციელებული დარტყმის შედეგად ოთხი ადამიანი დაიღუპა. მათი მტკიცებით, გემი ნარკოტიკების უკანონო გადაზიდვაში მონაწილეობდა.
„დადასტურებულმა სადაზვერვო მონაცემებმა გამოავლინა გემის აქტიური მონაწილეობა ნარკოტიკებით უკანონო ვაჭრობაში. ოპერაციის შედეგად ლიკვიდირებულია ოთხი ნარკოტერორისტი“, — იუწყება აშშ-ის სამხრეთის სარდლობა სოციალურ ქსელ X-ზე.
On September 19, under the direction of #SOUTHCOM, Joint Task Force Western Hemisphere executed a lethal, kinetic strike on a go-fast vessel operating along established narco-trafficking routes in the Caribbean. Confirmed intelligence revealed the vessel's active involvement in narco-trafficking. The operation killed four narco-terrorists. #JTFWHEM @DeptofWar @SecWar
— U.S. Southern Command (@Southcom) September 19, 2026