აშშ აცხადებს, რომ ირანის „ისლამური რევოლუციური გვარდიის კორპუსის“ სადაზვერვო კოშკი გაანადგურა
აშშ-მა 16 ივლისს ირანის სამხრეთ-აღმოსავლეთ სანაპიროზე, „ისლამური რევოლუციური გვარდიის კორპუსის“ კუთვნილი სადაზვერვო კოშკი გაანადგურა, - ნათქვამია აშშ-ის სამხედრო ძალების განცხადებაში.
აშშ-ის ცენტრალური სარდლობის განცხადებით, ჩაბაჰარის საპორტო ქალაქში, შაჰიდ კალანტარის პორტში მდებარე სადაზვერვო კოშკის განადგურება შეასუსტებს IRGC-ის შესაძლებლობას, თვალყური ადევნოს და სამიზნედ აქციოს ჰორმუზის სრუტეში მოძრავი კომერციული გემები, ასევე, განახორციელოს თავდასხმები სამოქალაქო პირებზე.
„გარდა ამისა, დარტყმა უზრუნველყოფს რეგიონულ წყლებში ნავიგაციის თავისუფლებას ყველა გემისთვის, გარდა იმ გემებისა, რომლებიც ცდილობენ დაარღვიონ ირანის წინააღმდეგ მოქმედი აშშ-ის საზღვაო ბლოკადა“, - აცხადებს აშშ-ის ცენტრალური სარდლობა.
ობიექტზე თავდასხმა იმ დროს მოხდა, როდესაც აშშ აქტიურად ცდილობს შეზღუდოს ირანის კონტროლი ჰორმუზის სრუტეზე.