Loading data...
აშშ არ იზიარებს ჰააგის სასამართლოს გადაწყვეტილებას ნეთანიაჰუსა და გალანტის დაკავების ორდერებთან დაკავშირებით - თეთრი სახლის წარმომადგენელი

შეერთებული შტატები არ იზიარებს სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს (ICC) გადაწყვეტილებას ისრაელის პრემიერმინისტრის, ბენიამინ ნეთანიაჰუსა და ქვეყნის ყოფილი თავდაცვის მინისტრის, იოავ გალანტის დაკავების ორდერების გამოცემასთან დაკავშირებით. ამის შესახებ თეთრი სახლის ეროვნული უშიშროების საბჭოს წარმომადგენელმა განაცხადა.

როგორც თეთრ სახლში აცხადებენ, სასამართლო პროცესი „შემაშფოთებელი შეცდომების“ ფონზე წარიმართლა და სწორედ ამან განაპირობა მიღებული გადაწყვეტილება.

„აშშ პრინციპულად უარყოფს სასამართლოს გადაწყვეტილებას ისრაელის მაღალჩინოსნების დაპატიმრების ორდერის გაცემის თაობაზე. ჩვენ კვლავინდებურად ღრმად შეშფოთებულები ვართ პროკურატურის ნაჩქარევი გადაწყვეტილებით, დაკავების ორდერის მოთხოვნასთან დაკავშირებით და პროცესის შემაშფოთებელი შეცდომების ფონზე წარმართვით, რამაც ეს გადაწყვეტილება გამოიწვია“, - თქვა სპიკერმა და დასძინა, რომ აშშ შემდგომი ნაბიჯების განხილვა პარტნიორებთან.

მისივე თქმით, შეერთებული შტატები მომდევნო ნაბიჯებს პარტნიორებთან განიხილავს.

ცნობისთვის, ჰააგის სასამართლოს გადაწყვეტილებით, ბენიამინ ნეთანიაჰუსა და იოავ გალანტის დაკავების ორდერი „ღაზას სექტორში ჩადენილი ომის დანაშუალებისთვის“ გაიცა.