აშშ 2-3 კვირაში ირანში ოპერაციას დაასრულებს იმისდა მიუხედავად, მოხდება თეირანთან შეთანხმება თუ არა - ტრამპი
აშშ და ისრაელი ირანში სამხედრო ოპერაციას 2-3 კვირაში დაასრულებენ და ეს იმისდა მიუხედავად მოხდება, გაფორმდება თუ არა თეირანთან რაიმე შეთანხმება. ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა. ინფორმაციას Deutche Welle ავრცელებს.
„ჩვენ ირანში რეჟიმის შეცვლას უკვე მივაღწიეთ. ახლა ირანის სათავეში ნაკლებად რადიკალი ფანატიკოსები იმყოფებიან. ჩვენი მთავარი მიზანი იყო, რომ ირანმა ვერასოდეს შეძლოს ბირთვული იარაღის წარმოება და ამას მივაღწიეთ. ჩვენ საქმეს ვასრულებთ და ვფიქრობთ ამას 2 კვირა ან ოდნავ მეტი შეიძლება დასჭირდეს. უნდა გავანადგუროთ ყველაფერი, რაც მათ აქვთ და რაც ჩვენ გვემუქრება“, - განუცხადა ტრამპმა ჟურნალისტებს.
ტრამპმა არ გამორიცხა, რომ ირანთან ომი უფრო ადრეც დასრულდეს, თუ თეირანთან შეთანხმების მიღწევა გახდება შესაძლებელი. მაგრამ საბოლოოდ, ომის დასრულება არ ექნება იმაზე დამოკიდებული, შესაძლებელი გახდება შეთანხმების მიღწევა თუ არა.
ტრამპმა ასევე განაცხადა, რომ ჰორმუზის სრუტის ბლოკადა აშშ-ს არ ეხება და არანაირ პრობლემას არ უქმნის.
„თუ საფრანგეთს ან რომელი სხვა ქვეყანას გაზის მიღება სურს, მაშინ თვითონ მოაგვარონ ეს პრობლემა. ჰორმუზის სტატესში შექმნილი მდგომარეობა ჩვენ არ გვეხება“, - განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა.
ტრამპმა ასევე კომენტარი გააკეთა ახლო აღმოსავლეთში გამოწვეული ომით ნავთობის ფასის 50%-ით გაზრდაზე და განაცხადა, რომ ირანზე შეტევების დასრულების შემდეგ ნავთობის მაშინვე გაიაფდება.