Loading data...
აშკარაა, რომ ისრაელმა გადაწყვიტა, უპასუხოს ირანის თავდასხმას - დევიდ კამერონი

დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა დევიდ კამერონმა განაცხადა, რომ აშკარაა, რომ ისრაელმა მიიღო გადაწყვეტილება, უპასუხოს ირანის თავდასხმას.

მისი თქმით, ბრიტანეთს სურს, ნახოს კოორდინირებული სანქციები ირანის წინააღმდეგ.

„აშკარაა, რომ ისრაელში იღებენ გადაწყვეტილებას, იმოქმედონ. ვიმედოვნებთ, ისინი ამას გააკეთებენ ისე, რომ რაც შეიძლება ნაკლები ესკალაცია გამოიწვიოს“, - აღნიშნა დევიდ კამერონმა.