1779368058
უცხოეთი
„ასეთი ნაბიჯებისთვის შესაბამისი ატმოსფერო არ არსებობს“ - ფიცო არ ეთანხმება მერცის წინადადებას უკრაინისთვის ევროკავშირის „ასოცირებული წევრის“ სტატუსის მინიჭების შესახებ
სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრმა რობერტ ფიცომ გააკრიტიკა გერმანიის კანცლერის, ფრიდრიხ მერცის წინადადება, რომელიც უკრაინისთვის ევროკავშირის „ასოცირებული წევრის“ სტატუსის მინიჭებას ითვალისწინებს.
„ან ჩვენ ვიღებთ ვინმეს ევროკავშირში, ან არა. დღეს ევროკავშირში არ არსებობს ასეთი ნაბიჯებისთვის შესაბამისი ატმოსფერო“, - აცხადებ ფიცო.
სლოვაკეთის პრემიერის თქმით, სხვა ქვეყნებს, განსაკუთრებით მონტენეგროს, ალბანეთს და სერბეთს, აქვთ ევროკავშირში გაწევრიანების უფლება.