Loading data...
„ასე დაასრულებს მტრის ყველა დრონი, რომელიც პოლონეთის მიწაზე გაფრინდება“ - ტუსკმა გამოაქვეყნა ვიდეო, რომელზეც პოლონეთის საჰაერო სივრცეში ჩამოგდებული რუსული დრონების ნარჩენებია ასახული

მიმდინარე წლის 10 სექტემბრის ღამეს ათზე მეტმა რუსულმა დრონმა პოლონეთის საჰაერო სივრცე დაარღვია. გავრცელებული ინფორმაციით, მათგან მხოლოდ ოთხი ჩამოაგდეს. პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა დონალდ ტუსკმა სოციალურ ქსელ X-ზე გამოაქვეყნა ვიდეო, რომელზეც რუსული დრონების ნარჩენებია ასახული.

ტუსკმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ყველა რუსულ დრონს, რომელიც პოლონეთის საჰაერო სივრცეს დაარღვევს, ჩამოაგდებენ.

რასაც ჩემს უკან ხედავთ, ეს არის რუსული დრონების ნარჩენები, რომლებიც 9-10 სექტემბრის იმ დაუვიწყარ ღამეს პოლონეთის მიწაზე ჩამოვარდა. ასე დაასრულებს მტრის ყველა დრონი, ყველა რუსული დრონი, რომელიც პოლონეთის მიწაზე გაფრინდება“, - განაცხადა მან.

პოლონეთის პრემიერ-მინისტრის თქმით, ქვეყანა მილიარდობით ზლოტის ინვესტირებას ახდენს თანამედროვე პოლონურ არმიაში, რათა „დაიცვას პოლონეთის ცა და პოლონეთის მიწა ასეთი ობიექტებისგან“.