Loading data...
„არც ერთ დარღვევას არ შევეგუებით“ - მაკრონი აცხადებს, რომ საფრანგეთის საზღვაო ძალებმა რუსული ნავთობტანკერი დააკავა

არც ერთ დარღვევას არ შევეგუებით, - ამის შესახებ საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი სოციალურ ქსელში წერს.

მისი თქმით, საფრანგეთის საზღვაო ძალები რუსეთიდან მომავალ ტანკერზე გადასხდნენ და ხომალდი უკან გააბრუნეს.

„ჩვენ არ მოვითმენთ არანაირ დარღვევას. დღეს დილით საფრანგეთის საზღვაო ძალებმა დააკავეს რუსეთიდან მომავალი ნავთობტანკერი, რომელიც საერთაშორისო სანქციებს ექვემდებარებოდა და ეჭვობდნენ, რომ ყალბი დროშით დაცურავდა.

ოპერაცია ჩატარდა ხმელთაშუა ზღვის წყლებში, ჩვენი რამდენიმე მოკავშირის დახმარებით. ეს განხორციელდა გაეროს საზღვაო სამართლის კონვენციის მკაცრი დაცვით. სასამართლო გამოძიება დაიწყო. გემი სხვა მიმართულებით გადაიყვანეს.

ჩვენ მიზნად ვისახავთ, რომ დავიცვათ საერთაშორისო სამართალი და უზრუნველვყოთ სანქციების ეფექტურობა. „ჩრდილოვანი ფლოტის“ საქმიანობა ხელს უწყობს უკრაინის წინააღმდეგ აგრესიის ომის დაფინანსებას“, - წერს მაკრონი.