Loading data...
არსებობს სადაზვერვო ინფორმაცია, რომ რუსეთი უკრაინის წინააღმდეგ ახალ მასშტაბურ თავდასხმას ამზადებს - უკრაინული მხარე

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრს ენდი ბერნემს შეხვედრაზე განუცხადა, რომ სადაზვერვო ინფორმაციის თანახმად, რუსეთი უკრაინაზე ახალი მასშტაბური თავდასხმისთვის ემზადება. ამის შესახებ უკრაინული მედია წერს. 

„ამჟამად არსებობს სადაზვერვო ინფორმაცია, რომ რუსეთი უკრაინის წინააღმდეგ ახალ მასშტაბურ თავდასხმას ამზადებს“, - განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ. 

ამასთან, ზელენსკის თქმით, მან ბერნჰემთან დეტალურად განიხილა „უსაფრთხოებასთან დაკავშირებული საკითხები, უკრაინელების დაცვა, ზამთრისთვის მზადება და არსებული დიპლომატიური შესაძლებლობები.

ზელენსკიმ დასძინა, რომ ის მუდმივ დიალოგშია პარტნიორებთან უკრაინის საჰაერო თავდაცვის სისტემისთვის დამატებითი საშუალებების მოძიებასთან დაკავშირებით.