Loading data...
არგენტინის პრეზიდენტმა ილონ მასკს ბენზინის ხერხი აჩუქა

არგენტინის პრეზიდენტმა ხავიერ მილეიმ ამერიკელ ბიზნესმენს ილონ მასკს, რომელიც ასევე სახელმწიფო ეფექტიანობის დეპარტამენტს ხელმძღვანელობს, ბენზინის ხერხი აჩუქა. ამის შესახებ Associated Press იუწყება.

მილეიმ მასკს ბენზინის ხერხი ვაშინგტონში გამართულ კონსერვატორთა ყოველწლიურ კონფერენციაზე გადასცა. ხერხს ესპანურად აწერია მილეის ლოზუნგი «Viva la libertad, carajo!», „გაუმარჯოს თავისუფლებას, თქვენი დედაც!“

თავის მხრივ, ილონ მასკმა განაცხადა, რომ ეს არის ბენზინის ხერხი ბიუროკრატიის წინააღმდეგ.

ბენზინის ხერხი - ხავიერ მილეის საარჩევნო კამპანიის ერთ-ერთი სიმბოლოა. ის არგენტინის პრეზიდენტი 2023 წელს გახდა. ბენზინის ხერხი, მილეის თქმით, არის მისი სურვილის სიმბოლო, რომ არგენტინაში არსებული პრობლემები რადიკალურად გადაჭრას.