Loading data...
არგენტინამ ირანის „რევოლუციურ გუშაგთა კორპუსი“ ტერორისტულ ორგანიზაციად გამოაცხადა

არგენტინამ ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსი (IRGC) ტერორისტულ ორგანიზაციად გამოაცხადა, - წერს „როიტერი“ არგენტინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაზე დაყრდნობით. 

პრეზიდენტის ადმინისტრაციის განცხადებით, ეს ღონისძიება ფინანსური სანქციებისა და სხვა ოპერატიული შეზღუდვების განხორციელების საშუალებას იძლევა.

ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსი, ისევე როგორც „ჰეზბოლა“, ტერორისტულ დაჯგუფებებად არის აღიარებული შეერთებული შტატების და რამდენიმე სხვა ქვეყანაში.