1773519772
უცხოეთი
არაღჩი: ახალ უზენაეს ლიდერთან დაკავშირებით პრობლემა არ არსებობს, ის თავის მოვალეობებს შეასრულებს
ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი აბას არაღჩი აცხადებს, რომ ისლამური რესპუბლიკის ახალ უზენაეს ლიდერთან მოჯთაბა ხამენეისთან დაკავშირებით, რომელიც, აშშ-ის ოფიციალური პირების თქმით, დაიჭრა, „პრობლემა“ არ არსებობს.
„ახალ უზენაეს ლიდერთან დაკავშირებით პრობლემა არ არსებობს. მან გუშინ გაგზავნა თავისი მესიჯი და თავის მოვალეობებს შეასრულებს“, - აღნიშნა არაღჩიმ.
ირანის ოფიციალურმა პირებმა ადრე დაადასტურეს ინფორმაცია ახალი ლიდერის დაჭრის შესახებ, თუმცა დამატებითი დეტალები არ გაუვრცელებიათ.
56 წლის ხამენეი საჯაროდ არ გამოჩენილა აშშ-ისრაელის სამხედრო იერიშების დაწყების შემდეგ, რომლის დროსაც მისი მამა, ყოფილი უზენაესი ლიდერი ალი ხამენეი და ოჯახის რამდენიმე წევრი დაიღუპა.