1774268855
უცხოეთი
არაბთა გაერთიანებული საამიროების პრეზიდენტის მრჩეველი: სად არიან არაბული და ისლამური ინსტიტუტები, როდესაც ჩვენი ხალხი, ერები ირანის აგრესიას აწყდებიან, სად ხართ დღეს, გაჭირვების დროს?
არაბთა გაერთიანებული საამიროების მაღალჩინოსანმა გააკრიტიკა არაბული და ისლამური ერები იმის გამო, რომ ისინი „რთულ პერიოდში“ სპარსეთის ყურის არაბულ ქვეყნებს არ უჭერენ მხარს.
„სად არიან არაბული და ისლამური მოქმედი ინსტიტუტები, მათ შორის მთავარი არაბული ლიგა და ისლამური თანამშრომლობის ორგანიზაცია, როდესაც ჩვენი ხალხი და ერები ირანის ამ მზაკვრულ აგრესიას აწყდებიან? სად არიან ძირითადი არაბული და რეგიონული ქვეყნები? სპარსეთის ყურის სახელმწიფოები კეთილდღეობის პერიოდში ყველას მხარდაჭერას უცხადებდნენ და პარტნიორს წარმოადგენდნენ. სად ხართ დღეს, გაჭირვების დროს?“, - წერს არაბთა გაერთიანებული საამიროების პრეზიდენტის მრჩეველი ანვარ გარგაში.