1772395711
უცხოეთი
არაბთა გაერთიანებული საამიროები თეირანში საელჩოს ხურავს
არაბთა გაერთიანებული საამიროები აცხადებს, რომ თეირანში თავის საელჩოს ხურავს. ინფორმაციას ისრაელის მედია ავრცელებს.
გარდა ამისა, მათივე ცნობით, ელჩის და ყველა სხვა დიპლომატის გაწვევა იგეგმება.
ქვეყნის საგარეო საქმეთა სამინისტრომ გადაწყვეტილების მიზეზად ირანის „აშკარა სარაკეტო თავდასხმები“ დაასახელა.
არაბთა გაერთიანებული საამიროების ხელისუფლების ცნობით, ირანის სარაკეტო დარტყმების შედეგად ქვეყანაში სამი ადამიანი დაიღუპა და 58 დაშავდა.