Loading data...
არაბთა გაერთიანებული საამიროები: ჰორმუზის სრუტე ირანის უფლებამოსილების ქვეშ არასდროს ყოფილა

არაბთა გაერთიანებული საამიროები (UAE) ირანის მიერ ჰორმუზის სრუტის დახურვას ეწინააღმდეგება და აცხადებს, რომ ჰორმუზის სრუტე არც არასდროს ყოფილა ირანის უფლებამოსილების ქვეშ.

მისი თქმით, მსგავსი პრეცედენტის შექმნა უკანონო, საშიში და მიუღებელია და მსოფლიომ ეს არ უნდა დაუშვას.

„ამის ნებისმიერი მცდელობა არ არის რეგიონული საკითხი. ეს არის გლობალური ეკონომიკური სიცოცხლის შეფერხება და პირდაპირი საფრთხე ყოველი ქვეყნის ენერგეტიკული, სასურსათო და ჯანდაცვის უსაფრთხოებისთვის. ასეთი პრეცედენტის შექმნა უკანონო, საშიში და მიუღებელია და მსოფლიომ ეს არ უნდა დაუშვას“, - აცხადებს არაბთა გაერთიანებული საამიროების მრეწველობის მინისტრი და აბუ-დაბის სახელმწიფო ნავთობკომპანიის ხელმძღვანელი სულთან აჰმედ ალ-ჯაბერი.