1769448393
უცხოეთი
არაბთა გაერთიანებული საამიროები: არ დავუშვებთ, რომ ჩვენი ტერიტორია ირანზე თავდასხმისთვის გამოიყენონ
არაბთა გაერთიანებული საამიროების საგარეო საქმეთა სამინისტრო განცხადებას ავრცელებს, რომელშიც ხაზგასმით აღნიშნავს, რომ არ დაუშვებს მისი „საჰაერო სივრცის, ტერიტორიის, ან წყლების გამოყენებას ირანის წინააღმდეგ რაიმე მტრული სამხედრო ქმედებებისთვის“. ამასთან, აცხადებს, რომ ამ მხრივ ლოგისტიკურად არანაირ მხარდაჭერას არ უზრუნველყოფს.
როგორც საგარეო უწყების განცხადებაშია აღნიშნული, ქვეყანა მიიჩნევს, რომ „დიალოგი, დეესკალაცია, საერთაშორისო სამართლის დაცვა და სახელმწიფო სუვერენიტეტის პატივისცემა“ მიმდინარე კრიზისების მოგვარების საუკეთესო გზაა.
UAE Reaffirms Commitment to Not Allowing Its Airspace, Territory or Waters to Be Used in Any Military Actions Against Iranhttps://t.co/L6vF1aRogU pic.twitter.com/JLgTy2TYI2
— MoFA وزارة الخارجية (@mofauae) January 26, 2026