1777743651
უცხოეთი
არაბთა გაერთიანებულ საამიროებში საჰაერო მიმოსვლაზე დაწესებული ყველა შეზღუდვა მოხსნეს
არაბთა გაერთიანებულ საამიროებში საჰაერო მიმოსვლაზე დაწესებული ყველა შეზღუდვა მოხსნეს.
„უსაფრთხოების პირობების ყოვლისმომცველი შეფასების შემდეგ ქვეყნის საჰაერო სივრცეში ნავიგაციის ოპერაციები სრულად განახლდა“, - ნათქვამია სამოქალაქო ავიაციის სამსახურის განცხადებაში.
არაბთა გაერთიანებულმა საამიროებმა საჰაერო მიმოსვლაზე შეზღუდვები დააწესა მას შემდეგ, რაც ირანმა ქვეყანას ასობით რაკეტა და დრონი ესროლა, თებერვლის ბოლოს ირანულ სამიზნეებზე აშშ-სა და ისრაელის თავდასხმების საპასუხოდ.