Loading data...
არაბთა გაერთიანებულ საამიროებში, ფუჯაირაში დრონის ჩამოგდების შედეგად გამოწვეული ხანძრის გამო, ნავთობის ჩატვირთვის ზოგიერთი ოპერაცია შეჩერდა

არაბთა გაერთიანებული საამიროების მსხვილ ნავთობცენტრზე დრონით თავდასხმა განხორციელდა, რამაც ხანძარი გამოიწვია. 

ფუჯაირას პორტი, რომელიც სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან ჰორმუზის სრუტესთან ახლოს მდებარეობს, ყოველდღიურად ასობით ათასი ბარელი ნავთობის გადაზიდვას ახორციელებს.

ფუჯაირას პრესსამსახურის განცხადებით, ხანძარი განეიტრალებული დრონის ნამსხვრევების ჩამოვარდნის შედეგად გაჩნდა, თუმცა დაშავებულების შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება.

Reuters-ი და Bloomberg-ი წყაროებზე დაყრდნობით იუწყებიან, რომ დრონის ინციდენტისა და მასთან დაკავშირებული ხანძრის შემდეგ საამიროში ნავთობის ჩატვირთვის ზოგიერთი ოპერაცია შეჩერდა. ფუჯაირას პრესსამსახურის განცხადებაში ნავთობის ჩატვირთვის საქმიანობის რაიმე შეფერხების შესახებ არაფერია ნათქვამი.

ინციდენტი მას შემდეგ მოხდა, რაც ერთი დღით ადრე შეერთებულმა შტატებმა ირანის ხარგის კუნძულზე - ირანული ნედლი ნავთობის ექსპორტის მნიშვნელოვან ობიექტზე - დარტყმა განახორციელა. ირანის ოფიციალურმა პირებმა განაცხადეს, რომ შურისძიების მიზნით, შესაძლოა, არაბთა გაერთიანებულ საამიროებში პორტებსა და ნავსადგურებზე იერიშები განახორციელონ.