„არა ტერორს, კი მშვიდობას, შეწყვიტეთ აგრესია“ - ღაზაში „ჰამასის“ საწინააღმდეგო აქცია გაიმართა

ღაზას ჩრდილოეთში მდებარე ქალაქ ბეით-ლაჰიეს ასობით მცხოვრებმა „ჰამასის“ წინააღმდეგ აქცია გამართეს. ისინი „ჰამასის“ მმართველობას აპროტესტებენ.
სოციალურ მედიაში გავრცელებულ ვიდეოებში აქციის მონაწილეებს ხელში უკავიათ ტრანსპარანტები წარწერებით: „შეწყვიტეთ აგრესია“, „ჩვენ გვინდა თავისუფლებაში ცხოვრება“. ვიდეოებში დემონსტრანტები „არა ტერორს, კი მშვიდობას“ სკანდირებენ.
მედიის ცნობით, აქციაზე ღაზას გავლენიანი ოჯახების ლიდერებიც იმყოფებოდნენ. გასულ თვეში ზოგიერთი მათგანი მიმდინარე პროტესტს უჭერდა მხარს.
#عاجـــــــــــــل... شمال قطاع غزة ينتفض من جديد ..
— الناشط حمزة المصري (@hamza198708) April 16, 2025
.
الان من مدينة بيت لاهيا
.#اوقفوا_الحرب pic.twitter.com/KwJShFW4pm
New mass anti-Hamas, pro-peace demonstrations in northern Gaza! In the first clip, the protesters chant, “Yes to love, no to terrorism, yes to peace.” In the second, they chant, “Out out out, Hamas get out.” In the third, they say, “Deliver the message, Hamas is all garbage.”… pic.twitter.com/3545DS7AhW
— Ahmed Fouad Alkhatib (@afalkhatib) April 16, 2025