„არ ვაპირებ 500 მილიარდის ვალის აღიარებას, ხელს არ ვაწერ იმას, რაც უკრაინელების ათმა თაობამ უნდა იხადოს“ - ზელენსკი

„ვინც არ უნდა მითხრას, არ ვაპირებ 500 მილიარდის ვალის აღიარებას. ხელს არ ვაწერ იმას, რაც უკრაინელების ათმა თაობამ უნდა იხადოს“, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ პრესკონფერენციაზე, იშვიათ მინერალებთან დაკავშირებული შეთანხმების პირობებთან დაკავშირებით განაცხადა.
მისი თქმით, შეთანხმების პირობებით, უკრაინას ვალი ექნება, რომელიც შტატებს უნდა გადაუხადოს.
უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, არ აპირებს ხელშეკრულების აღიარებას, რომლის მიხედვითაც უკრაინას აშშ-ს წინაშე 500 მილიარდი დოლარის ოდენობის ვალი ექნება.
ზელენსკის თქმით, შტატებიდან 100 მილიარდი დოლარი მიიღეს და არ აპირებს, 500 მილიარდი გადაუხადოს მათ.
„ტრამპი არ არის მარადიული, ჩვენ კი მშვიდობა მრავალი წლის განმავლობაში გვჭირდება.
როდესაც აშშ ყიდის ან აწვდის დახმარების პაკეტებს ისრაელს, კატარს ან საუდის არაბეთს, იღებს თუ არა ის მოგების 100%-ს? ეს ფაქტია.
ჩვენ გვქონდა 100 მილიარდი ევროს დახმარება და არ ვაპირებ 500-ის აღიარებას, ვინც არ უნდა თქვას - არ ვაწერ ხელს იმას, რაც უკრაინელთა ათი თაობის გადასახდელი იქნება“, - აცხადებს ზელენსკი.