„არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ განსხვავებული აზრები და პოლიტიკური თამაშები სიყვარულზე უმნიშვნელოა“ - მელანია ტრამპი
აშშ-ის 45-ე პრეზიდენტ დონალდ ტრამპზე განხორციელებული თავდასხმის შემდეგ, წერილი გაავრცელა ყოფილმა პირველმა ლედიმ, მელანია ტრამპმა.
მელანია ტრამპმა მისი ქმრის მკვლელობის მცდელობას „ამაზრზენი აქტი“ უწოდა და სამართალდამცველებს მადლობა გადაუხადა სწრაფი რეაგირებისთვის.
„როდესაც ვუყურებდი, როგორ ესროდნენ ჩემს ქმარს ტყვიებს, გავიაზრე, რომ ჩემი და ჩვენი შვილის, ბარონის ცხოვრება დამანგრეველი ცვლილებების ზღვარზე იყო. მადლობელი ვარ იმ სიმამაცისთვის, რომელიც საიდუმლო სამსახურის აგენტებმა და სამართალდამცველებმა გამოიჩინეს ჩემი ქმრის დასაცავად.
არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ განსხვავებული აზრები და პოლიტიკური თამაშები სიყვარულზე დაბალ საფეხურზე დგას და პოლიტიკური კონცეფციები ჩვენზე, ადამიანებზე უფრო უბრალოა“, - წერს მელანია ტრამპი X-ზე.
— MELANIA TRUMP (@MELANIATRUMP) July 14, 2024
შეგახსენებთ, აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტი დონალდ ტრამპი პენსილვანიის შტატში ამომრჩევლებთან მართავდა შეხვედრას, რა დროსაც, სროლა ატყდა. შედეგად, შეხვედრის ერთ-ერთი მონაწილე დაიღუპა, ორი კი მძიმედ დაშავდა.
მალევე ცნობილი გახდა, რომ პირი, რომელმაც ხალხის მიმართულებით გაისროლა, ლიკვიდირებულია.
რაც შეეხება დონალდ ტრამპს, მან ყურზე მიიღო დაზიანება და მის სიცოცხლეს და ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება.