„არ შემიძლია სუფთა სინდისით დავუჭირო მხარი ირანში მიმდინარე ომს...“ - აშშ-ის ეროვნული კონტრტერორისტული ცენტრის დირექტორი თანამდებობიდან გადადგა
აშშ-ის ეროვნული კონტრტერორისტული ცენტრის დირექტორი, ჯოზეფ კენტი ირანში მიმდინარე ომის გამო თანამდებობიდან გადადგა.
„მე არ შემიძლია სუფთა სინდისით დავუჭირო მხარი ირანში მიმდინარე ომს. ირანი ჩვენი ქვეყნისთვის გარდაუვალ საფრთხეს არ წარმოადგენდა და ნათელია, რომ ეს ომი ისრაელისა და მისი ძლიერი ამერიკული ლობის ზეწოლის გამო დავიწყეთ. მე მხარს ვუჭერ იმ ღირებულებებსა და საგარეო პოლიტიკას, რომლისთვისაც თქვენ 2016, 2020 და 2024 წლებში იბრძოდით და რომელიც თქვენი პირველი ვადის განმავლობაში განახორციელეთ“ - წერს კენტი.
მისი თქმით, ამ ადმინისტრაციის მოღვაწეობის დასაწყისში, ისრაელის მაღალჩინოსნებმა და ამერიკული მედიის გავლენიანმა წარმომადგენლებმა წამოიწყეს დეზინფორმაციული კამპანია, რომელმაც სრულად გამოუთხარა ძირი პლატფორმას „ამერიკა უპირველეს ყოვლისა“ და დათესა საომარი განწყობები ირანთან ომის წასახალისებლად.
„ეს ინფორმაციული იზოლაცია იმისთვის გამოიყენეს, რომ თქვენ დაგეჯერებინათ, თითქოს ირანი ამერიკის შეერთებული შტატებისთვის გარდაუვალ საფრთხეს წარმოადგენდა და თუ ახლა დაარტყამდით, სწრაფი გამარჯვებისკენ მიმავალი გზა მკაფიო იქნებოდა. ეს იყო სიცრუე და იგივე ტაქტიკა, რომელიც ისრაელელებმა ერაყის დამღუპველ ომში აშშ-ის ჩასათრევად გამოიყენეს - ომში, რომელიც ჩვენს ერს ათასობით საუკეთესო ვაჟკაცისა და ქალის სიცოცხლის ფასად დაუჯდა. ჩვენ არ შეგვიძლია ამ შეცდომის კიდევ ერთხელ დაშვება“ - დასძინა მან.
After much reflection, I have decided to resign from my position as Director of the National Counterterrorism Center, effective today.
— Joe Kent (@joekent16jan19) March 17, 2026
I cannot in good conscience support the ongoing war in Iran. Iran posed no imminent threat to our nation, and it is clear that we started this… pic.twitter.com/prtu86DpEr