Loading data...
„არ მოვისვენებ, სანამ „ჰამასის“ ყველა მძევალი არ გათავისუფლდება“ - ჯო ბაიდენი

აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი პირობას დებს, რომ ყველაფერს გააკეთებს „ჰამასის“ მიერ ისრაელიდან გატაცებული მძევლების გასათავისუფლებლად. 

ამის შესახებ ბაიდენმა გათავისუფლებულ მძევლ აბიგეილ აიდანთან შეხვედრის შემდეგ სოციალურ ქსელ X-ში დაპოსტა.

„არ მოვისვენებ, სანამ აბიგეილის მსგავსად, საკუთარ ოჯახებს მოწყვეტილი და „ჰამასის“ ტყვეობაში მყოფი ყველა ტყვე არ ჩაეხუტება საყვარელ ადამიანებს.

მათ პირობას ვაძლევ. 

პირობას ვაძლევ მათ ოჯახებს“, - წერს ბაიდენი.