Loading data...
„არ მივცემ მათ ამის უფლებას“ - ტრამპი აცხადებს, რომ ირანის გამდიდრებულ ურანს აშშ მიიღებს

აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ აშშ-ს ჰორმუზის სრუტეში გადასახადების დაწესება არ სურს და დასძენს, რომ ირანის გამდიდრებულ ურანის მარაგს ხელში ჩაიგდებს.

„ჩვენ  მივიღებთ მას. არ გვჭირდება და არც გვინდა. ალბათ, მიღების შემდეგ გავანადგურებთ კიდეც, მაგრამ არ დავუშვებთ, რომ მათ ეს ჰქონდეთ“, - განუცხადა ტრამპმა ჟურნალისტებს თეთრ სახლში.