Loading data...
ანტონიუ გუტერეში აცხადებს, რომ ახლო აღმოსავლეთში ომი კონტროლს აღარ ექვემდებარება

გაეროს გენერალური მდივანი ანტონიო გუტერეში აცხადებს, რომ ომი ახლო აღმოსავლეთში კონტროლს აღარ ექვემდებარება.

გუტერეშის თქმით, ახლა მსოფლიო უფრო ფართო კონფრონტაციის წინაშე დგას. 

„კონფლიქტი გასცდა იმასაც კი, რასაც ლიდერები წარმოუდგენლად მიიჩნევდნენ. ეს ძალიან შორს წავიდა. დროა, შევწყვიტოთ ესკალაციის კიბეზე ასვლა და დავიწყოთ დიპლომატიურ კიბეზე დაშვება – საერთაშორისო სამართლის სრული პატივისცემისკენ დაბრუნებით“, - აცხადებს გუტერეში. 

გუტერეშმა შეერთებულ შტატებსა და ისრაელს ომის დაუყოვნებლივ შეწყვეტისკენ მოუწოდა.

„ჩემი გზავნილი შეერთებული შტატებისა და ისრაელისადმი არის ის, რომ დროა დასრულდეს ომი. მშვიდობიან მოსახლეობაში მსხვერპლი იზრდება და გლობალური ეკონომიკური გავლენა სულ უფრო დამანგრეველია“, - აცხადებს გუტერეში. 

ამასთან, გუტერეშმა ირანსაც მიმართა და მოუწოდა, შეწყვიტოს მეზობელ ქვეყნებზე თავდასხმები.