ანტონიო ტაიანი აცხადებს, რომ იტალია თებერვალში, ოლიმპიური თამაშების დროს გაეროს წარუდგენს წინადადებას „ოლიმპიური ზავის“ შესახებ

იტალიის ვიცე-პრემიერმა და საგარეო საქმეთა მინისტრმა ანტონიო ტაიანიმ განაცხადა, რომ იტალია ყველა ომში ცეცხლის შეწყვეტის ინიციატივით გამოვა ზამთრის ოლიმპიური თამაშების დროს, რომელიც თებერვალში ჩრდილოეთ იტალიაში გაიმართება.
რომში იტალია-ლათინური ამერიკისა და კარიბის ზღვის აუზის ქვეყნების მე-12 კონფერენციის ფარგლებში გამართულ შეხვედრაზე ტაიანიმ განაცხადა, რომ „ჩვენ მშვიდობის ჩემპიონები უნდა გავხდეთ“.
„ჩვენ მხარს ვუჭერთ ამერიკულ გეგმას ღაზასთან დაკავშირებით და, როგორც პაპმა ლეომ თქვა, არასდროს უნდა დავკარგოთ მშვიდობის იმედი. რომი და იტალია სულ უფრო მეტად ხდებიან მშვიდობის, განვითარებისა და ზრდის გზაჯვარედინი. მილან-კორტინას ოლიმპიური თამაშების კონტექსტში, ჩვენ გაერთიანებული ერების ორგანიზაციას წარვუდგენთ წინადადებას „ოლიმპიური ზავის“ შესახებ ყველა ომისთვის - განსაკუთრებით უკრაინასა და ახლო აღმოსავლეთში“, - აღნიშნა ტაიანიმ.
ზამთრის ოლიმპიური თამაშები 6-დან 26 თებერვლამდე იტალიის ქალაქებში მილანსა და კორტინა დ’ამპეცოში გაიმართება.