ანტონიო გუტერეში: იორდანეს დასავლეთ ნაპირზე დასახლებების გაფართოება „ეთნიკური წმენდის საფრთხეს“ წარმოშობს
გაეროს გენერალურმა მდივანმა ანტონიო გუტერეშმა განაცხადა, რომ მდინარე იორდანეს დასავლეთ ნაპირზე ისრაელის დასახლებების გაფართოება ებრაელებსა და პალესტინელებს შორის მშვიდობის პერსპექტივას აზიანებს და, ამავდროულად, „ეთნიკური წმენდის საფრთხეს“ წარმოშობს.
„ძალადობა, მოსახლეობის იძულებითი გადაადგილება და ისრაელის მიერ ოკუპირებულ მდინარე იორდანეს დასავლეთ ნაპირზე დასახლებების გაფართოება ანადგურებს მშვიდობისკენ მიმავალ გზას და წარმოშობს ეთნიკური წმენდის საფრთხეს. არ შეიძლება დავუშვათ, რომ „ორი სახელმწიფოს“ პრინციპზე დაფუძნებული გადაწყვეტა ჩვენს თვალწინ გაქრეს“, — განაცხადა მან ნიუ-იორკში გაეროს უმნიშვნელოვანესი დიპლომატიური შეკრების გახსნისას.
„7 ოქტომბერს „ჰამასის“ მიერ განხორციელებული საშინელი ტერორისტული თავდასხმებიდან თითქმის სამი წელი გავიდა. თუმცა, ამას მოჰყვა ღაზაში პალესტინელების წინააღმდეგ მიმართული იერიში ისეთი მასშტაბის მსხვერპლითა და ნგრევით, რომლის მსგავსიც გენერალური მდივნის რანგში მუშაობის პერიოდში არასდროს მინახავს“, - დასძინა მან.