Loading data...
ანტონიო გუტერეში აცხადებს, რომ ის მკაცრად გმობს ისრაელზე ირანის თავდასხმას

გაეროს გენერალურმა მდივანმა ანტონიო გუტერეშმა უშიშროების საბჭოს სხდომაზე განაცხადა, რომ ის მკაცრად  გმობს ირანის თავდასხმას ისრაელზე და ეს აშკარა უნდა ყოფილიყო მისი წინა განცხადებიდან.

ლიბანში არსებულ ვითარებაზე საუბრისას მან ქვეყნის სუვერენიტეტის პატივისცემისკენ მოუწოდა.

„ისრაელის ძალებმა განახორციელეს საჰაერო თავდასხმები ლიბანის მასშტაბით, მათ შორის ბეირუთში. ხალხი საშინელ ფასს იხდის, რასაც მე სრულიად ვგმობ. აბსოლუტურად აუცილებელია ლიბანში ყოვლისმომცველი ომის თავიდან აცილება, რომელსაც ექნება ღრმა და დამანგრეველი შედეგები“, - აცხადებს გაეროს გენერალური მდივანი. 

შეგახსენებთ, ისრაელი საგარეო საქმეთა სამინისტრომ გაეროს გენერალური მდივანი ანტონიო გუტერეში პერსონა ნონ გრატად გამოაცხადა.