ანტონიო გუტერეში აცხადებს, რომ ახლო აღმოსავლეთში ცეცხლის შეწყვეტა უფრო ცეცხლის შემცირებას ჰგავს
გაეროს გენერალური მდივანი ანტონიო გუტერეში ახლო აღმოსავლეთში არსებულ ვითარებას გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ „აქ ცეცხლის შეწყვეტა უფრო ცეცხლის შემცირებას ჰგავს, ვიდრე რეალურ ზავს“.
„ახლო აღმოსავლეთი უფრო ღრმა კრიზისშია ჩაფლული და შედეგები რეგიონს სცილდება. ამ კვირაში კიდევ უფრო ფართო შეტევები და ვითარების გაუარესება მოხდა. აქ ცეცხლის შეწყვეტა უფრო ცეცხლის შემცირებას ჰგავს. არ უნდა დავაკნინოთ იმის საფრთხე, რომ შემცირებული ცეცხლი სრულმასშტაბიან ომად გადაიქცეს“, - აცხადებს ანტონიო გუტერეში.
The Middle East is being pulled deeper into crisis & the consequences reach far beyond the region.
— António Guterres (@antonioguterres) June 11, 2026
This week has brought wider attacks and further deterioration where the ceasefire is more like a lesser-fire.
We should not minimize the risks of lesser fire becoming full fire.…