1785226746
უცხოეთი
ანტალიაში ტყის ხანძარს ებრძვიან
„თურქეთში, ანტალიის რაიონ ქაშში გაჩენილ ტყის ხანძარს ებრძვიან“, - ამის შესახებ ადგილობრივი მედია იუწყება.
ხანძრის გამომწვევი მიზეზი ჯერჯერობით უცნობია.
შეტყობინების მიღებისთანავე ადგილზე ანტალიის ტყის რეგიონული დირექტორატისა და სახანძრო ბრიგადების ჯგუფები გაემგზავრნენ.
სატყეო მეურნეობის გენერალური დირექტორატის მიერ სოციალურ ქსელში გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ ხანძრის ინტენსივობა შემცირდა.
„ქაშში მიმდინარე ხანძრის სიმძლავრე შევამცირეთ. ჩვენი ბრძოლა საჰაერო და სახმელეთო საშუალებებით გრძელდება, რათა ხანძარი სრულად დაექვემდებაროს კონტროლს. ცეცხლს 8 ვერტმფრენი, 3 თვითმფრინავი, 18 წყლის ავზი და 135 სატყეო თანამშრომელი ებრძვის“, - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.